воскресенье, 1 июня 2014 г.

მერვე დღე

დღე, როგორც ყოველთვის, მხიარულად დაიწყო. დავამთავრეთ პროექტის გეგმის დაწერა. ჩავწერეთ ინტერნეტით გამოყენებული მისამართები. შემდეგ ჩვენი საქაღალდე გავამზადეთ და  ვისწავლეთ საქაღალდის ატვირთვა დრაივში და მისი გამოქვეყნება ჩვენს ბლოგზე ბმულის სახით. ვისწავლეთ საქაღალდეში ცვლილებების განხორციელება: ფაილის წაშლა და დამატება. შევედით 101widgets.com -ზე და ავირჩიეთ საათი და კალენდარი ჩვენი ბლოგის გასაფორმებლად. ამ ყველაფრისთვის მადლობა ჩვენს ტრენერს. საშინაო დავალებად მოდული 7   წასაკითხად და კომენტარების გაკეთება რეფლექსიებზე.

2 комментария:

  1. როგორც ჩანს, წყალქვეშა სამყარო ყველას მოსწონს. სამწუხაროდ, ჩემი აკვარიუმი მეტად დიდი ზომისა გამოდგა და იძულებული გავხდი, წამეშალა. მომხიბვლელი საათია, მომწონს. დღეს სახალისო სამუშაო გვქონდა. სამწუხაროა, რომ ტრენინგი მთავრდება, მაგრამ იმედი მაქვს, შეძენილ ცოდნას სათანადოდ გამოვიყენებთ.

    ОтветитьУдалить
  2. კალენდარიც მომწონს და საათიც. კარგია.სურათებიც უხდება შენ პროექტს.

    ОтветитьУдалить