воскресенье, 1 июня 2014 г.
მერვე დღე
დღე, როგორც ყოველთვის, მხიარულად დაიწყო. დავამთავრეთ პროექტის გეგმის დაწერა. ჩავწერეთ ინტერნეტით გამოყენებული მისამართები. შემდეგ ჩვენი საქაღალდე გავამზადეთ და ვისწავლეთ საქაღალდის ატვირთვა დრაივში და მისი გამოქვეყნება ჩვენს ბლოგზე ბმულის სახით. ვისწავლეთ საქაღალდეში ცვლილებების განხორციელება: ფაილის წაშლა და დამატება. შევედით 101widgets.com -ზე და ავირჩიეთ საათი და კალენდარი ჩვენი ბლოგის გასაფორმებლად. ამ ყველაფრისთვის მადლობა ჩვენს ტრენერს. საშინაო დავალებად მოდული 7 წასაკითხად და კომენტარების გაკეთება რეფლექსიებზე.
суббота, 31 мая 2014 г.
მეშვიდე დღე
დავიწყეთ მოდული 6-ის განხილვა. შევავსეთ გეგმაში "დიფერენცირებული სწავლება" გრაფა და პროცედურები გავწერეთ კვირების მიხედვით. ვნახეთ სკაფოლდინგის რესურსი. გავაკეთე მოსწავლის დამხმარე დიაგრამა. რის მიხედვითაც ის ააგებს პროექტის შესაბამისს დიაგრამას. გავეცანით ict.tpdc.ge საიტს. ვისწავლეთ გვერდების დამატება ბლოგზე, გაჯეტების გამოტანა ჩვენს ბლოგზე. ვნახეთ გარდნერის მრავალმხრივი ინტელექტის პრეზენტაცია. საშინაო დავალებად გვაქვს რესურსების ჩამონათვალში დიფერენციაცია წასაკითხად.
понедельник, 26 мая 2014 г.
მეექვსე დღე
დღე მხიარულად დაიწყო. გავიხსენეთ წინა ტრენინგებზე შესწავლილი მასალა. დღეს გავაკეთეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის, პრეზენტაციის ნიმუში PowerPoint-ში. გავაკეთეთ შეფასების რუბრიკა პრეზენტაციისთვის და გადავიტანეთ ჩვენ საქაღალდეში. საქაღალდე დავაარქივეთ და გადავგზავნეთ ჩვენს ფოსტაზე. სახლში დავალებად მეოთხე მოდული გვაქვს წასაკითხად.
суббота, 24 мая 2014 г.
понедельник, 12 мая 2014 г.
მეხუთე დღე
დავიწყეთ გეგმაში სასწავლო პროცედურების ჩაწერა. გადავედით მოდული 3-ზე. ვისწავლეთ პრეზენტაციის ატვირთვა google drive-ში. ვისწავლეთ youtube-დან ვიდეოს ატვირთვა ბლოგზე. ვნახეთ საავტორო უფლებების პრეზენტაცია. გადმოვწერეთ გამოყენებული ლიტერატურის მარტივი შაბლონი. საშინაო დავალებად უნდა ვნახოთ მონაწილეთა პრეზენტაციები და გავაკეთოთ უკუკავშირები: ორი რჩევა და ერთი კომენტარი. რეფლექსიებს გავუკეთოთ კომენტარები.
воскресенье, 11 мая 2014 г.
მეოთხე დღე
ყოველი დღე უფრო საინტერესო ხდება. განვიხილეთ შეფასების სხვადასხვა მეთოდი და მათი ინსტრუმენტები. აქედან ოთხი არის განმავითარებელი, ხოლო ერთი განმსაზღვრელი. შევავსეთ შეფასების გეგმის დროის ჩარჩო. მოსწავლეთა საჭიროებები პროექტზე მუშაობის დაწყებისას,მონიტორინგის ჩატარება პროექტზე მუშაობის მსვლელობაში და ბოლოს პროექტის დასრულებისას ვაფასებთ მას. გავაკეთეთ მოკლე მონახაზი შეფასების ინსტრუმენტების. შევქმენით სლაიდები: პროექტის დასახელება, პროექტის მიზანი, საკვანძო კითხვები და შეფასების დროის ჩარჩო. ვისწავლეთ დიზაინის შეცვლა ბლოგზე.
суббота, 3 мая 2014 г.
მესამე დღე
გადავედით მოდული 2-ზე.ვნახეთ როგორ უნდა გავითვალისწინოთ სტანდარტი.გავეცანით მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვებს.მათ ხელშეწყობას მოსწავლეთა ჩართულობაში.გავაგრძელეთ პროექტის გეგმაძე მუშაობა.დავსვით პროექტთან დაკავშირებული ზოგადი,თემატური და შინაარსობრივი კითხვები.
воскресенье, 27 апреля 2014 г.
მეორე დღე
ავირჩიეთ თემა და დავიწყეთ პროექტის გეგმის წერა.ერთმანეთის რეფლექსიებს გავუკეთეთ კომენტარი.მოვამზადეთ ბუკლეტი მშობელთათვის.ამისათვის მოვიძიეთ პროექტის თემასთან დაკავშირებული სურათები ინტერნეტით და ჩავსვით ბუკლეტში,ბუკლეტი უნდა დავამთავროთ სახლში.დღეს დავამთავრეთ პირველი მოდული.სახლში პირველი მოდული წასაკითხად გვაქვს.
суббота, 26 апреля 2014 г.
პირველი დღე
ვსწავლობთ პროექტებით სწავლებას.თუ როგორ გამოვიყენებთ სასწავლო პროცესის გაუმჯობესებაში.გავეცანით ინტელის ძირითად კურსის მიზნებს.შევქმენით პორტფოლიო და მასში შევქმენით საქაღალდეები.ვნახეთ 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები.ვნახე პროექტის გეგმის ნიმუშები.
Подписаться на:
Сообщения (Atom)